რუსთავის მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას, სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ლორიას მიწის რეგისტრაციის საკითხზე ხვდებოდა და ინციდენტიც მაშინ მოხდა - სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
მოქალაქე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.