ოლიმპიადა

ოლიმპიური დროშა რიოშია

ოლიმპიადის ოფიციალური დროშა რიო დე ჟანეიროში ჩაიტანეს, შემდეგი თამაშების მასპინძელ ქალაქში.

დროშა რიოს მერ ედუარდო პაეშს ლონდონში ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლის ჩაქრობამდე გადაეცა. დროშის ქალაქში ჩასვლა 2016 წლის ოლიმპიადისთვის რიოს მზადების ოფიციალურ დაწყებას ნიშნავს.

რიო იქნება პირველი სამხრეთ ამერიკული ქალაქი, რომელიც ოლიმპიადას უმასპინძლებს. ქალაქს ჯერ შესაქმნელი აქვს ოლიმპიური პარკი და ღონისძიების სხვა ჩასატარებელი ადგილები. გამოთქმულია შეშფოთება სამუშაოს დიდ მოცულობასთან დაკავშირებით. სპეციალისტთა თქმით, რიო-2016-ის ერთგვარი რეპეტიცია 2014 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.

 

კომენტარები