ოლიმპიადა

ოლიმპიურ თამაშების ოქროს მედალოსნები უნივერსიტეტებში, შესაძლოა, უგამოცდოდ ჩაირიცხონ

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს და გახდებიან ოქროს მედალოსნები, შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ამის შესახებ დადგენილების პროექტს მთავრობა, დღეს, 13 სექტემბერის სხდომაზე განიხილავს.

ინიციატივას განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წარადგენს.

სხდომის ათსაკითხიან დღის წესრიგში აღნიშნული პროექტი მერვე საკითხადაა შეტანილი.

კომენტარები