ოლიმპიადა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა შეაჩერა. მიზეზი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სპორტული ორგანიზაციების რუსულ ოლიმპიურ კომიტეტთან მიერთება გახდა.

"5 ოქტომბერს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებულმა ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ, მიეღო რეგიონალური სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინულ ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის(კერძოდ, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ორგანიზაციები) არის ოლიმპიური ქარტიის დარღვევა". – წერია IOC-ის განცხადებაში.

ოლიმპიური ოჯახიდან რუსეთის გაძევების გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება გადაიფიქრა

კომენტარები