ლონდონი 2012

გიორგი გოგშელიძე ნახევარფინალშია!

თავისუფალ ჭიდაობაში 96კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგშელიძემ 1/4 ფინალში მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, ოლიმპიადას გამოეთიშა 66კგ წონაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილი. მისი მძლეველი უზბეკი მოჭიდავე 1/4 ფინალში დამარცხდა და ქართველმა სპორტსმენმაც რეპეშაჟში (სანუგეშო წრე) ასპარეზობის უფლება დაკარგა

კომენტარები