ლონდონი 2012

დავით მოძმანაშვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა დავით მოძმანაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მესამე ვერცხლის მედალი შემატა. ქართველი ათლეტი ფინალში გამოცდილ უზბეკ ფალავანთან, ათენის და პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა.

ხვალ, ლონდონი 2012-ის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს საჭიდაო ხალიჩაზე ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძე გავლენ.

კომენტარები