ლონდონი 2012

ოთარ თუშიშვილი დამარცხდა, გიორგი გოგშელიძემ მოიგო

თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დილით ჩვენი ნაკრების ბოლო ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. 66კგ წონით კატეგორიაში ოთარ თუშიშვილი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვთან დამარცხდა, 96კგ-ში კი გიორგი გოგშელიძის ეგვიპტელი მეტოქე არ გამოცხადდა და ქართველი უბრძოლველად გავიდა 1/4 ფინალში.

იმ შემთხვევაში, თუ იხტიორ ნავრუზოვმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუშიშვილი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კომენტარები