ლონდონი 2012

მანუჩარ ცხადაია ნახევარფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ პირველობაზე, 66კგ-მდე წონაში მანუჩარ ცხადაიამ 1/4 ფინალშიც გაიმარჯვა - ეგვიპტელ ელღარაბლის ორ სეტში მოუგო. ცხადაიას ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე ელის.

სამწუხაროდ, დამარცხდა ჩვენი გუნდის მეორე წევრი, 96კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოსო ჯაბიძე. მან სეტებით 1:2 წააგო ბულგარელ ელის გურისთან.

კომენტარები