ლონდონი 2012

დავით ილარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა

ქართველი მძლეოსანი დავით ილარიანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს დღეს დილით გამოეთიშა. 110 მეტრზე თარჯრბენში 31 წლის ილარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა - დისტანცია 13.90 წამში დაფარა.

დავით ილარიანმა მესამედ იასპარეზა ოლიმპიადაზე. ის საქართველოს გუნდის წევრი იყო 2004 წელს ათენში და 2008 წელს პეკინში.

დღეს საღამოს ოლიმპიურ სტადიონზე კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი იასპარეზებს: მაია გოგოლაძე სიგრძეზე ხტომაში.

კომენტარები