ლონდონი 2012

რევაზ ლაშხი და ვლადიმერ გეგეშიძე ნახევარფინალში გავიდნენ

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამი მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა: 1/4 ფინალში 60კგ-მდე წონით კატეგორიაში რევაზ ლაშხმა რუსი მოწინააღმდეგე ზაურ კურამაგომედოვი დაამარცხა, 84კგ-მდე წონაში კი ვლადიმერ გეგეშიძემ ამავე ეტაპზე უკრაინელი ვასილ რაჩიბა ჩამოიშორა.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში დამარცხდა ჩვენი გუნდის მძიმეწონოსანი გურამ ფერსელაძე - გამოცდილ კუბელთან, მსოფლიოს 4-გზის და პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონთან ლოპეს ნუნიესთან წააგო. იმ შემთხვევაში, თუ ლოპეს ნუნიესმა ფინალის საგზური მოიპოვა, ფერსელაძე რეპეშაჟიდან (დამამშვიდებელი წრე) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას შეძლებს.

კომენტარები