სავიზო რეჟიმი

ირანმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩერა

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის, უვიზო რეჟიმი, 5 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა ირანში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებას და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებს უკავშირდება.

აღნიშნულ პერიოდში ირანში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში ირანის საელჩოს უნდა მიმართონ. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი კვლავ განახლდება.

 

კომენტარები