სავიზო რეჟიმი

ფანჯიკიძე: რეგულაციები თანხვედრაშია ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ახალი სავიზო რეგულაციები თანხვედრაში მოდის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს არის მიგრაციის საკითხის დასარეგულირებლად წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობა უძღოდა წინ.

"დღეს იუსტიციის სახლში გაიმართა საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი ბრიფინგი დაინტერესებული პირებისთვის იმ მიზნით, რომ მათთვის ახალი სავიზო რეგულაციები განემარტათ. მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ეს ცვლილებები არის ძალიან დიდი ხნის მუშაობის შედეგი და ისინი თანხვედრაში მოდის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან, რომელზეც ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ. ესაა ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში მიგრაციის საკითხის დასარეგულირებლად", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

კომენტარები