ჯარიმა

კომპანია სტერეო პლუსი 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს სტერეო პლუსი  5 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ტელეკომპანია მე-9 არხისთვის საეთერო სიხშირის დათმობა გახდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კომპანია სტერეო პლუსი საკუთარი საეთერო მაუწყებლობით მე-9 არხს ემსახურებოდა, რაც კანონის დარღვევაა, რადგან ლიცენზია, რომელსაც სტერეო პლუსი ფლობდა, მხოლოდ რადიოხაზით მომსაუხრებს ითვალისწინებს.

ჯარიმისა და გაფრთხილების გარდა, კომპანია სტერეო პლუსს მე-9 არხისთვის სიგნალის გათიშვა დაეკისრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტერეო პლუსის სიგნალი მთლიანად გაითიშება.

კომპანია სტერეო პლუსის დირექტორი დავით ზილფიმიანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები