ჯარიმა

სიმთვრალეში მართვისთვის დაწესებული ჯარიმა სისხლში ეთანოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული

KOJI

სიმთვრალეში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული ჯარიმები დაწესდება  და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული.

პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ჯარიმები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  • თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.


ამასთან ერთად, არაფხიზელ მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის დროს კი - 500-ის ნაცვლად, 1 500 ლარით.

ასევე, გუშინ, 26 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება. მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება. 

კომენტარები