ჯარიმა

ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა

კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

,,მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული ჯარიმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთის რეგიონს არ მოხმარებია. ის თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვეანგარიშზე იდო და ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა, როგორც უკანონოდ გადახდილი ჯარიმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ახალი ხელისუფლება თავიდან შეისწავლის.

,,ბოლომდე არ არის აღწერილი ზარალი. ასევე არის პრობლემა, რომ მხარდაჭერა მოსახლეობისთვის შერჩევით განხორციელდა. ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი სტიქიით მიყენებული ზარალი. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელახლა შევისწავლოთ იქ არსებული პრობლემები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

კომენტარები