ევრო 2012

საბერძნეთის ნაკრები

საბერძნეთის ნაკრების პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

ბერძნები A ჯგუფში იასპარეზებენ: 8 ივნისს ვარშავაში პოლონელებს დაუპირისპირდებიან, 12 ივნისს ვროცლავში ჩეხებს გაეჯიბრებიან, 16 ივნისს კი კვლავ ვარშავაში რუსებს შეხვდებიან.

მეკარეები: კოსტას ხალკიასი (პაოკ), მიხალის სიფაკისი (არისი), ალექსანდროს ცორვასი (პალერმო, იტალია)

მცველები: ვასილის ტოროსიდისი (ოლიმპიაკოსი), კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე 04, გერმანია), სოკრატის პაპასტათოპულოსი (ვერდერი, გერმანია), ავრაამ პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი), ხოსე ჰოლებასი (ოლიმპიაკოსი), გიორგოს ცაველასი (მონაკო, საფრანგეთი), სტელიოს მალეზასი (პაოკ)

ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი (პანათინაიკოსი), გიორგოს კარაგუნისი (პანათინაიკოსი), გიანის მანიატისი (ოლიმპიაკოსი), გიორგოს ფოტაკისი (პაოკ), გრიგორის მაკოსი (აეკ), გიანის ფეტფაციდისი (ოლიმპიაკოსი), სოტირის ნინისი (პანათინაიკოსი), კოსტას ფორტუნისი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), გიორგოს სამარასი (სელტიკი, შოტლანდია), ფანის გეკასი (სამსუნსპორი, თურქეთი), ნიკოს ლიბეროპულოსი (აეკ), კოსტას მიტროღლუ (ატრომიტოსი)

კომენტარები