დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი ლონდონის მერად მეორედ აირჩიეს

ბორის ჯონსონმა ლონდონის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით მან -  44%,  ხოლო კენ ლივინგსტონმა 40.3% მოიპოვა, საბოლოო შედეგებით კი ჯონსონი 51.5% - იანი მხარდაჭერით ლონდონის მერი კიდევ ერთხელ გახდა.

ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა დევიდ კამერონმა მერიაში წარმოთქმულ  მისალოც სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჯონსონმა საკმაოდ ძლიერი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, რომელიც  მისი მერობის დროს გაკეთებულ მნიშვნელოვან საქმეებს ეფუძნებოდა.

ჯონსონის თქმით, ეს მძიმე და ხანგრძლივი კამპანია იყო, რომლის წარმატებით დასრულებისთვისაც ის კონსერვატიული პარტიის მადლიერია.

კომენტარები