აშშ

რომნის პრესმდივანმა სამსახური პირველივე სამუშაო დღეს დატოვა

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, მით რომნის პრესმდივანმა სამსახური პირველივე სამუშაო დღეს დატოვა. რიჩარდ გრენელმა თავისი გადაწყვეტილების მოტივად საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დაასახელა. მისი განმარტებით,  იგი არაერთხელ გამხდარა კონსერვატიული მიმართულების მქონე რესპუბლიკური პარტიის წევრების კრიტიკის საგანი.

აღნიშნული განცხადების გაკეთებისას გრენელმა, რომელიც საშინაო პოლიტიკის საკითხებში რომნის პრესმდივნად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე პოპულარულ საპრეზიდენტო კანდიდატს მადლობა გადაუხადა. გრენელის თქმით, ”რომნის მისი სჯეროდა.”

ცოტა ხნის წინ კონსერვატიული მიმართულების გამოცემამ ”National Review” სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რომნის წინასაარჩევნო კამპანია შესაძლოა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პრესმდივნის გამო დაზარალდეს. 

კომენტარები