ქართული ოცნება

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო იუსტიციის სამინისტროსგან რეგისტრაციას ელის

დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ წარმომადგენლებმა პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს მიმართეს. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სამინისტროში პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა და პარტიის წევრმა ეკა ბესელიამ მიიტანეს.

როგორც ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, პარტიის მხრიდან რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურა დაცულია.

,,სამინისტროს ყველა საჭირო დოკუმენტი ჩავაბარეთ, დაწყებული წესდებიდან, მხარდამჭერთა ხელმოწერებით დასრულებული. არანაირი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს, რომ რეგისტრაციაზე უარი გვეთქვას.’’-განაცხადა მანანა კობახიძემ.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ წევრები იუსტიციის სამინისტროსგან რეგისტრაციას ერთი თვის ვადაში ელოდებიან. 

კომენტარები