11 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2011 წელს ეკონომიკის ზრდამ აშშ-ში 1, 7 პროცენტი შეადგინა, ინდოეთში -7,4, ჩინეთში-9,2, ხოლო რუსეთში 4, 3 პროცენტი. ამ მონაცემების მოყვანის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ 2011 წელს, ეკონომიკის ზრდის კუთხით რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა კი საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ რუსეთის მესამე ადგილი გამოგონილია.
ანდრეი ილარიონის აზრით, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით , ჩინეთი და ინდოეთი უსწრებდა რუსეთს 2011 წელს, ამიტომ მისი თქმით, რუსეთი მესამე ადგილი რეალურია, თუ მონაცემებს ტერიტორიულად ყველზე დიდ აზრიურ სახელმწიფოებს შორის დავაჯგუფებთ. ”მაგრამ თუ სახელმწიფოებს ”დიდი ოცეულის” შემადგენლობის მიხედვით განვიხილვათ, მაშინ ეკონომიკის ზრდის კუთხით რუსეთმა 2011 წელს მე-7 ადგილი დაიკავა. ”-აღნიშნავს ილარიონოვი.
პუტინმა კი დუმაში გამოსვლისას თქვა: ” მე თქვენ ობიექტური მაჩვენებლებით გელაპარაკებით, 4, 3 პროცენტი არის მესამე მსოფლიო მაჩვენებლებში.”




