მოსკოვში მოკლულ მუსლიმ საზოგადო მოღვაწე მეტინ მეხტიევს ათასობით მოქალაქე გამოეთხოვა. ხალხის მასებმა მშვიდობის გამზირზე მოძრაობა შეაჩერეს.
33 წლის მეხტიევის გვამი უამრავი ჭრილობით 10 აპრილის ღამეს მისი სახლის სიახლოვეს იპოვნეს. მკვლელმა მას ჭრილობები კისრის და სახის არეში მიაყენა.
ოფიციალური გამოძიება მკვლელობის მიზეზად ძარცვას განიხილავს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მკვლელის სურათი უსახლკაროს არ წააგავს. ამან გააძლიერა ეჭვები, რომ მკვლელობა ნაციონალ-ექსტრემისტების მიერ არის ჩადენილი.
გასულ წლამდე მეხტიევი ისლამურ კულტურის ცენტრში მუშაობდა და საერთაშორისო განყოფილებას უძღვებოდა. ის ორგანიზებას უკეთებდა მთავარი ისლამური დღესასწაულების აღნიშვნას და აგრეთვე ერაყის ომის საწინააღმდეგო მიტინგებს.




