ფეხბურთი

U19: ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც მალე ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩაერთვება, მეორე მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და დღეს, გამთენიისას პორტუგალიაში გაემგზავრა.

ოთარ კორღალიძის გუნდი საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს: 12 აპრილს ქართველი 19-წლამდელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, 13 აპრილს ირლანდიელებს, 14-ში კი სერბეთს შეხვდებიან.

მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიაში ეს ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი (დინამო), დავით ლეგაშვილი (უკლუბო)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ზესტაფონი), ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (დინამო), ლევან გეგეჭკორი (მერანი), კოტე ზარნაძე (ბაია), გიორგი ჯგერენაია (გაგრა)

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ბუბა რუხაძე (დინამო), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (გაგრა), ლაშა სილაქაძე (ტორპედო), ვაკო ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ავთო ენდელაძე (ბაია), დავით გელაშვილი (სპარტაკი)

საქართველოს ნაკრები შინ 16 აპრილს დაბრუნდება.

 

კომენტარები