ავიაკატასტროფა

პოლონეთში გამოქვეყნდა დასკვნა სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებზე

პოლონეთში გამოქვეყნდა დასკვნა სმოლენსკში, 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზების შესახებ. პოლონეთის უზენაესი კონტროლის პალატის 70 გვერდიანი  დასკვნის თანახმად, პოლონეთის სახელმწიფო უწყებებს ურთიერთშეთანხმებულად  რომ ემოქმედათ, პრეზიდენტის თვითმფრინავი, არ უნდა  დაშვებულიყო აეროდრომზე, რომელიც არ  იყო შეტანილი მოქმედი აეროდრომების სიაში.

მაშინდელი კატასტროფის შედეგად ლეხ კაჩინსკისთან და მის მეუღლესთან ერთად, 90-ზე მეტი პირი დაიღუპა, მათ შორის ისინი, რომლებიც 2005-2010 წლებში იყვნენ პასუხისმგებელნი პოლონეთის მაღალი რანგის პირების უსაფრთხოებაზე.  კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს არკვევდა აღნიშნავს, რომ ქვეყნის ლიდერის უსაფრთხო მგზავრობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს  აუცილებელი პროცედურები რომ დაეცვათ, თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა სმოლენსკის ნაცვლად,  მახლობელ მსხვილ აეროპორტში დაეშვებოდა და იქიდან პოლონეთის დელეგაციას  კატინის ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენებით გადაიყვანდნენ. აღნიშნული ანგარიში განსახილველად  პოლონეთის  დეპუტატებს გადაეცემათ.

კომენტარები