რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი გაზპრომის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მის კომპანიას აზიის ბაზრისთვის საკმარისი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუძლია. ,,რუსეთს აღმოსავლეთ ნაწილში გაზის უზარმაზარი მარაგები გააჩნია და ჩვენ მზად ვართ აზიის ბაზრის მთლიანი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ - დაწერა მაღალჩინოსანმა კომპანიის ვებ-გვერდზე.
მისივე მტკიცებით, აზიიის ქვეყნებისთვის დამატებითი გაზის მიწოდება სამხრეთ ნაკადის მილსადენის ამოქმედების შემთხვევაშიც არ გაუჭირდებათ. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი მეშვეობით ევროპას 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.




