გაზპრომი

ეკონომიკის მინისტრი გაზპრომზე: კონკურენცია არის კარგი

აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად და გაზის მომწოდებლად, რაიმე ურთიერთობების დაზიანებაზე საუბარი გამორიცხულია, რაც შეეხება გარკვეული დოზით კონკურენციას კერძო სექტორში, რომელიც წაადგება ჩვენს ქართულ საწარმოებს, ქართულ წარმოებებს, ვინც მოიხმარს ბუნებრივ აირს და არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გავზრდით რუსული გაზის იმპორტს, ამას არ გავაკეთებთ, არამედ თვითონ ფაქტი კონკურენციის გაჩენის უკვე მოქმედებს ასე, ეს საბაზრო ეკონომიკის წესებია...

...ჩვენ ენერგეტიკის ყველა სექტორში შემოგვაქვს კონკურენცია, ეხება ეს ელექტროენერგიას თუ გაზს. ელექტროენერგიაში ეს უფრო ადრე ხდება, გაზის შეთხვევაში, ეს ხდება 2022 წლიდან, აქ საუბარია, როგორც შიგნით კონკურენციაზე, რომ ქსელური საქმიანობა, გატარებისა და მიწოდების საქმიანობა უნდა იყოს გამიჯნული იმისთვის, რომ მომხმარებელი უნდა იყოს გაცილებით მეტად დაცული. რასაკვირველია, ეს პრინციპები გარე მიწოდებაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობა, მათ შორის, შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ენერგეტიკაში ვამკვიდრებთ. კონკურენცია არის კარგი, მით უფრო, თუ ეს კონკურენცია არ აზარალებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილის კითხვაზე, "არის თუ არა კომერციულად ძალიან უმნიშვნელო ოდენობის რუსული გაზის გამო, ე.წ დივერსიფიკაციის მიღწევა ეკონომიკურად იმდენად გამართლებული ამოცანა, რომ ჩვენ ასეთი პოლიტიკური ფასი გადავიხადოთ ამაში, როგორიც არის აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაზიანება და როგორიც არის გაზპრომის შლეიფის კიდევ ერთხელ მოქნევა ჩვენს ქვეყანაში?".

კომენტარები