პოლონეთში, სამხრეთით მდებარე ქალაქში ორი მატარებლის შეჯახებამ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა, დაშავებულია 50 მგზავრი. ვარშავისა და ვროცლავის ვერტმფრენებით დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
რკინიგზის წარმომადგენლების განცხადების თანახმად, ერთ - ერთი მატარებელი შეცდომით სხვა ლიანდაგზე მოძრაობდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
პრემიერ - მინისტრმა დონალდ ტუსკმა შემთხვევის ადგილი მოინახულა, მისი თქმით, მსგავსი უბედური შემთხვევა დიდი ხანია არ მომხდარა.




