უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის და უკრაინის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მცდელობა.
”შემიძლია ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ,”- უთხრა სააგენტო ”ინტერფაქსს” უკრაინის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსმა მარინმა ოსტაპენკომ. მან დაადასტურა ისიც, რომ ლაპარაკია , თებერვლის დასაწყისში, ოდესაში დაკავებული ძებნილების საქმეზე.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულია 31 წლის ადამ ოსმაევი, რომელიც იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში და 2 მისი თანამზრახველი, რომელთა სახელებს და გვარებსაც შესაბამისი სამსახურები ჯერჯერბით არ აკონკრეტებენ - იუწყება სააგენტო ”იტარ-ტასი.”
რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ცნობით, ოდესაში დააკავეს საერთაშორისო ძებნაში მყოფი ადამიანები და მათი ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ ამზადებდნენ პუტინზე თავდასხმას რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე. აღნიშნული ტელევიზიის ცნობითვე, არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმის მზადების უკან ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი დგას.




