აშშ

ობამა კარზაის ტელეფონით ესაუბრა

თეთრი სახლის ინფრომაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის ესაუბრა. მხარეებმა თალიბებსა და ავღანეთის ხელისუფლების შერიგების პერსპექტივა განიხილეს. ლიდერები ასევე, შეეხნენ ისლამაბადში კარზაის შეხვედრას პაკისტანისა და ირანის მეთაურებთან.

ვაშინგტონის განცხადებით, მომავალში ორივე ქვეყნის ლიდერს ერთმანეთთან მუდმივი კავშირი ექნებათ, რათა მოახერხონ გრძელვადიანი პარტნიორობის აგება და საერთო მიზნების მიღწევა.

აღნიშნული სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებებს აშშ-ის გარეშე აწარმოებს.

 

კომენტარები