ფეხბურთი

მესის მეორასე მატჩი ბარსელონაში

ბარსელონას არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული საიუბილეო, მე-200 მატჩი 4 გოლით აღნიშნა - მისმა კლუბმა ვალენსია 5:1 გაანადგურა! ბარსელონას ისტორიაში მესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერადივიზიონში 200 მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაში ეს მეორე პოკერია: თითქმის ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგაში მან 4 გოლი ლონდონის არსენალს გაუტანა.

”გუნდმა დიდებულად ითამაშა და ოთხი გოლის გატანაც გამიადვილდა. ხანდახან კარგად ვთამაშობ, ზოგჯერ ცუდად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბარსელონა იგებს,” - განაცხადა ლეო მესიმ.

ამ პოკერით არგენტინელი ლა ლიგას ბომბარდირთა დავაში ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს წამოეწია: მადრიდის რეალის პორტუგალიელი ფორვარდის ანგარიშზე 28 გოლია და ერთი ზუსტი დატყმით უსწრებს მესის.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 200 მატჩში ლეო მესიმ 146 გოლის გატანა შეძლო, სულ კი ბარსელონას მაისურით 309 ოფიციალურ მატჩში 222 გოლი შეაგდო.

 

კომენტარები