აშშ

თვითმკვლელი ტერორისტი კონგრესის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა

ფედერალური გამოძიების ბიურომ და შეერთებული შტატების პოლიციამ ერთწლიანი გამოძიების შედეგად ვაშინგტონის ცენტრში არალეგალური იმიგრანტი  - 29 წლის ამინ ელ-ხალიფი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მას განზრახული ჰქონდა კაპიტოლ ჰილში (შეერთებული შტატების კონგრესის შენობა) ავტომატური იარაღის ჯერის მიშვება და თავის აფეთქება.

შერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ელ ჰალიფს ბრალი ედება ამერიკის საკუთრების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობაში.

გამოძიება წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. ბრალდებული პარასკევს კაპიტოლ ჰილთან ახლოს, მიწისქვეშა პარკინგში აიყვანეს. მას თან ავტომატური იარაღი და სატყუარა თვითმკვლელის სარტყელი ჰქონდა - ეს უკანასკნელი  ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტებისგან იყიდა, რომლებიც თავს ალყაიდას წევრებად ასაღებდნენ.

კომენტარები