მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ბიზნესმენის მრჩეველმა მაიკლ კოენმა განაცხადა.
მომავალ კვირას რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა შორის დაგეგმილ დებატებში დონალდ ტრამპი მოდერატორი უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველა კანდიდატმა, გარდა ორისა, დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპის მოდერატორობა შეუფერებლად მიიჩნიეს იმის გამო, რომ ტრამპმა შესაძლოა კენჭი დამოუკიდებლად იყაროს.
ტრამპის თქმით, თუ რესპუბლიკური პარტია ,,სწორ კანდიდატს’’ არ წარადგენს, იგი მომავალი წლის მაისიდან დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კამპანიას დაიწყებს. მაისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნებოდა.
სკეპტიკოსების ვარაუდით, ბიზნესმენის მიერ არჩევნების თემასთნ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სარეკლამო ტრიუკი.




