ასეთი მოთხოვნა მოსკოვში გამართულ მინიტგზე წამოაყენეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გახდა. პოლიციის ცნობით, სახაროვის გამზირზე 30 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ოპოზიციის ლიდერთა შეფასებით - 120 ათასამდე.
მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტების ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა და ხელოვნების წარმომადგენლებმა. როგორც მოტინზე გამოსვლისას ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, „ჩვენ გვეყოფა ძალები კრემლის ახლავე ასაღებად, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. ჯერჯერობით... სხვა დროს ქუჩაში მილიონ კაცს გამოვიყვანთ. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ წელს ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება“.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ კასიანოვი მიტინგზე გამოვიდა წინადადებით მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების აპრილის ბოლოსთვის გადატანისა და ერთ წელიწადში სახელმწიფო სათათბიროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე. მისი განცხადებთ, თუ ხალხი უკან არ დაიხევს, ხელისუფლება იძულებული გახდება მოლაპარაკებებზე წავიდეს.
მიტინგზე პუტინის ხელისუფლების გადამდგარი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინიც გამოვიდა, რომელსაც მანიფესტანტები სტვენით შეხვდნენ. კუდრინმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. მან ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ორგნიზებაში დახმარება შესთავაზა.
მიტინგი ვლადიმირ რიჟკოვმა დაასრულა, როლმელმაც რეზოლუციის პროექტი წაიკითხა. ოპოზიციამ ძალაში დატოვა 10 დეკემბრის აქციის მოთხივნები - პოლიტპატიმატრთა გათავისუფლება, არჩევნების შედეგების გაუქმება, ცესკო-ს თავმჯდომარის ჩუროვის გადადგომა, ოპოზიცური პარტიების თავისუფალი რეგისტრაცია და ხელახალი სამართლიანი არჩევნები.
გარდა ამისა, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებზე დაშვებული დარღევევების გამოსაძიებლად „მოსკოვის ამომრჩეველთა გაერთიანების“ შექმნის შესახებ, ასევე მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს 4 მარტს ვლადიმირ პუტინს „არც ერთი ხმა აღარ მისცენ“.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ნემცოვმა განუცხადა, შემდეგი მასშტაბური აქციის გამართვას ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თებერვალში გეგმავს.მოსკოვის პარალელურად საპროტესტო აქციები დღეს რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ეკატერინბურგში, სამარაში, ყაზანში, როსტოვში და სხვა ქალაქებში.




