რუსეთი

გერმანელი პოლიტიკოსები რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ

გერმანელი პოლიტიკოსები  მოუწოდებენ რუსეთის ხელმძღვანელობას გამოიძიოს დუმის არჩევნებზე დარღვევების ფაქტები და  გაათავისუფლოს  პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის  აქტივისტები.  გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად,  ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანია-რუსეთის   ურთიერთობების კომისიის  კოორდინატორმა ანდრეას შოკენჰოფმა  თქვა, რომ რუსეთმა ახლა უნდა აირჩიოს დარჩება ავტორიტარულ სახელმწიფოდ თუ აირჩევს დემოკრატიას.  შოკენჰოფი ბუდესტანგში   ფრაქცია CDU/CSU- ს წარმოადგენს. მისი აზრით, თუ დასტურდება დარღვევები, მაშინ აუცილებლია ხელახალი არჩევნების  გამართვა. გერმანიის ბუნდესტაგში მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი   გრეგორ  გიზი  რუსეთის  დუმის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს მიზანშეწონილად.  სოციალ-დემოკრატების ფრაქციიდან   გერნოტ ერლერმა  გამოთქვა შეხედულება, რომ  რუსეთში ვითარების სტაბილიზაცია მხოლოდ  დემოკრატიზაციით არის შესაძლებელი.  მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა მარილუიზე ბექმა   ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ მხარი უნდა დაუჭიროს რუს დემოკრატებს. მანვე   გაიხსენა   გერჰარდ შრიოდერმა პუტინს „სუფთა წლის დემოკრატი“ რომ უწოდა და გერმანელი პოლიტიკოსები რუსეთის ხელისუფლებასთან „ზედმეტი სიახლოვის“ გამო გააკრიტიკა.

კომენტარები