რუსეთი

საგამომცემლო სახლ კომერსანტში საკადრო ცვლილებებია

საგამომცემლო სახლ ”კომერსანტში” საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც გავრცელებული ცნობებით,  რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო პუბლიკაციებს უკავშირდება. საგამომცემლო სახლის მფლობელმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ”კომერსანტ-ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ანდრეი გალიევი და  ჟურნალ ”კომერსანტ-ვლასტის” მთავარი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი.  მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ  თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო  საგამომცემლო სახლ  ”კომერსანტის” გენერალურმა დირექტორმა დემიან კუდრიავცევმა, მის განცხადებას აქციონერთა საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს. ”კომერსანტ-ვლასტის” ბოლო ნომრის ყდაზე გამოსახული პუტინი საარჩევნო ყუთში იყურება.

 

კომენტარები