აშშ

რესპუბლიკელებს შორის რონ პოლის მხარდაჭერა იზრდება

Des Moines Register-ის უახლესი გამოკითხვით, პრაიმერიზების წინა გამოკითხვებში რესპუბლიკელებს შორის  რონ პოლი  18 % - ით მეორე ადგილზეა.  პოლის   სტაბილურად მზარდი  მხარდაჭერა     ბადებს ვერსიას, რომ მან შესაძლოა  დამოუკიდებელ ან რომელიმე მესამე პარტიის კანდიდატად იყაროს კენჭი და ამით საფრთხე შეუქმნას, რესპუბლიკელ კანდიდატს.   

1988 წელს რონ პოლი   მონაწილეობას  იღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში , ის  იყო ლიბერტარიანელების კანდიდატი.   2008 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკელების პრაიმერიზში, თუმცა  ჯონ მაკკეინთან დამარცხდა.  რონ პოლი  უკვე  78 წლისაა.  მიმდინარე წლის  მაისში მან ოფიციალურად  დაადასტურა, რომ სცდის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

რონ პოლი   აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების მომხრეა. მაგალითად ის მომხრეა აშშ-მ დატოვოს გაერო და ნატოც. პოლი გადასახადების რადიკალურად შემცირებასაც უჭერს მხარს, ასევე ფედერალური სარეზერვოს სისტემის ლიკვიდაციას.  

კომენტარები