საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრის ცნობით, ეროვნული ნაკრები გაისად პირველ შეხვედრას 29 თებერვალს, თბილისში ჩაატარებს: თემურ ქეცბაიას გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.
ეს ამ გუნდების მე-12 დაპირისპირება იქნება. საქართველო ალბანეთს ევროპის 1996, 2000 და 2004 წლების ჩემპიონატების შესარჩევში და მსოფლიოს 2006 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდა, 3-ჯერ კი ამხანაგურად გაეჯიბრა.
სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 6 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი. ბურთები: 17-9.




