რუსეთი

მოსკოვში საპროტესტო გამოსვლაში მონაწილე 300 პირი დააკავეს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით ორ­შა­ბათს,  პო­ლი­ცი­ამ მოს­კოვ­ში  300 -ამ­დე  პი­რი და­ა­კა­ვა არ­ჩევ­ნე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შემ­დეგ.   მო­ნა­წი­ლე­ებს ხელ­ში ეჭი­რათ პლა­კა­ტე­ბი  წარ­წე­რით ”არ­ჩევ­ნე­ბი  ფარ­სია!”.  ბი­ბი­სი-ს ცნო­ბით აქ­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და,   2000 -ამ­დე  პირ­მა ვერ შეძ­ლო პო­ლი­ცი­ის მი­ერ შე­მო­საზ­ღვრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვა და აქ­ცი­ას გა­რე­დან ადევ­ნებ­და თვალს.მი­ტინ­გზე შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თეს ბო­რის ნემ­ცოვ­მა, ვლა­დი­მირ რიჟ­კოვ­მა, ილია ია­შინ­მა და სხვებ­მა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი  სკან­დი­რებ­დნენ: ” პუ­ტი­ნო წა­დი,”, რუ­სე­თის პუ­ტი­ნის გა­რე­შე”.  და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა ილია ია­ში­ნი და ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი.  მსგავ­სი აქ­ცია გა­ი­მარ­თა  სანკტ-პე­ტერ­ბურ­გშიც.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ 100-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.   უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ” Amensty international”  რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ორ­შა­ბათს, მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო გამოსვლებში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. 

უც­ხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ი­ა­რა, შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მი­კერ­ძო­ე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. ეუ­თოს და ევ­რო­პის საბ­ჭოს მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნა, რომ დუ­მის არ­ჩევ­ნებ­ზე  შეზ­ღუ­დუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია და არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სი მოკ­ლე­ბუ­ლი იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. დუმის არჩევნების მიმდინარეობას   მოსკოვში და სანკტ პეტერბურგში საპროტეტსო   აქციები მოჰყვა.

 

კომენტარები