კრიმინალი

ინდოეთში 14 წლის ბიჭუნა სახელის გამო მოკლეს

ინდოეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში 14 წლის ბიჭუნა მოკლეს - მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაბალი კასტიდან იყო და მისი სახელი მაღალი კასტის წარმომადგენელი ბავშვის სახელს ემთხვეოდა.

14 წლის ნირაჯის სხეული 23 ნოემბერს მინდორში იპოვნეს.

პოლიციის ცნობით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მსხვერპლის მამას  ორი შვილისთვის სახელის შეცვლა მოსთხოვეს - მათი სახელები პრივილეგირებული კასტის ერთერთი წარმომადგენლის შვილების სახელების იდენტური იყო.  ეს უკანასკნელი, ამ ეტაპზე, დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები