ცხინვალის არჩევნები

ცხინვალში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ  დღის მანძილზე   დე ფაქტო ხელისუფლებასთან წარმოებული მოლაპარაკებები  უშედეგოდ დასრულდა და მოლაპარაკებები  პარასკევს გაგრძელდება.  მან თქვა, რომ არ აპირებს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მხარდამჭერების დაწყნარებას და არ აიღებს პასუხისმგებლობას მათ  შესაძლო ქმედებებზე. ხუთშაბათს დილით ჯიოევამ კოკოითის ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა საღამოს 6 საათამდე მიეღო გადაწყვეტილება არჩევნების  შედეგების  ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს დადგენილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები