ცხინვალის არჩევნები

ცხინვალის კგბ მოსახლეობას აფრთხილებს

ცხინვალის კგბ აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას , როლის თანახმად დიდია   თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების კონტროლიდან გამოსვლის  ალბათობა. ” ქუჩაში გამოსულ ხალხში არიან პირები, რომლებსაც სურთ გამოიწვიონ ძალისმიერი პროცესების პროვოცირება”- განაცხადა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ატოევმა და  ყველა გააფრთხილა დაემორჩილონ კანონს.  მისი თქმით: ” ცხელი თავები ხალხს მოუწოდებენ აიღონ მთავრობის სახლი” .

 ალა ჯიოევამ ედუარდ კოკოითს მოსთხოვა დღეს 18 საათამდე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე - დე ფაქტო სასამართლოს  გადაწყვეტილების  არაკანონიერების ცნობით და ასევე გაეუქმებინა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. 

კომენტარები