აშშ-ირანი

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა

ამერიკული F/A-18
CENTCOM

აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ გემს შეუტია.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ეს უკვე მესამე სამხედრო ოპერაციაა. განცხადების თანახმად, დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს თავს დაესხა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, IRGC-მ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა და აშშ-ს "აგრესიას" მკაცრი პასუხით დაემუქრა.

აშშ-ს დარტყმებიდან რამდენიმე საათში IRGC-მ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა მიიტანა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე იორდანიაში. ამავე დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე საპასუხო ზომებს იღებდნენ.

კომენტარები