რუსეთი

პუტინი სტალინის სტილს ირჩევს

რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია რასიას” ყრილობაზე ( როცა ყრილობის დელეგატებმა  ერთხმად დაუჭირეს  მხარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობას) პუტინმა თავისი  გამოსვლა დაასრულა სიტყვებით : ” სიმართლე ჩვენთანაა !  ჩვენ გავიმარჯვებთ!”  პუტინისთვის სიტყვის მომზადებისას  მისმა თანაშემწეებმა    იოსებ სტალინის ეს ცნობილი  ფრაზა გამოიყენეს.  საბჭოთა ტირანმა  ასე საბჭოთა კავშირის მოსახლეობას 1941 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს მიმართა.” სტალინის ციტირება  შემთხვევითი არ ყოფილა, როგორც ჩანს   პუტინი საარჩევნო კამპანიაში   სტალინის სტილს ირჩევს, ამით  ის   შეეცდება  შეინარჩუნოს ძლიერი ლიდერის სახე და თან მიიზიდოს კომუნისტების ხმები.’-აღნიშნავენ რუსი ექსპერტები. მათი აზრით  პუტინის ”სტალინის სტილი” გაგებას პოვებს  მოსახლეობაში, რადგან სოციოლოგიური კვლევების თანახმად, რუსეთში ბოლო წლებში  კიდევ უფრო გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც დადებითად აფასებენ სტალინის როლს ისტორიაში.

კომენტარები