ჯულიან ასანჟი

საიტი Wikileaks წყვეტს საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას

 სკანდალური საიტი Wikileaks ფინანსური სირთულეების გამო წყვეტს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გამოქვეყნებას.   ფულადი გადარიცხვის სისტემებმა:  Visa, MasterCard, Western Union  და  PayPal -მა უარი თქვეს  საიტთან თანამშრომლობაზე და მის ანგარიშზე  შემოწირულობების  გადარიცხვაზე. ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე საიტის დამაარსებელმა  ჯულიან ასანჟიმ  განაცხადა, რომ საიტი  Wikileaks  დროებით წყვეტს სკანდალური მასალების გამოქვეყნებას. ასანჟიმ  თქვა ისიც, რომ  ფულადი გადარიცხვის სისტემების მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ Wikileaks -ს  რადენიმე ათეული მილიონი დოლარის  ზიანი მოუტანა.    საიტმა  აქამდე   აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის,  250 ათასი  საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

კომენტარები