ნაცისტების მიერ შექმნილი ანატომიის ატლასი და მასთან დაკავშირებული ეთიკური დილემაროცა მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქირურგს, სიუზან მაკინონს რომელიმე ნერვის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა სჭირდება, ის წინა საუკუნეში გამოცემულ ანატომიურ ატლასს იყენებს.
ხელით შექმნილი დეტალური ილუსტრაციების მეშვეობით, მედიკოსი სწრაფად პოულობს პასუხს და ოპერაციაც წარმატებით სრულდება. ანატომიური ატლასი, რომელიც მსოფლიოს სამედიცინო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი, ყველაზე ზუსტ ნამუშევრად მოიაზრება.