მედიცინა

სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსი ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე უკრავს

სამხრეთ აფრიკელმა ჯაზ მუსიკოსმა მუსა მანზინიმ ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე დაუკრა. მენზინის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც ნეიროქირურგების გუნდმა გასულ კვირას ამოკვეთა. ქირურგებმა სიმსივნის 90 % მოაშორეს. ოპერაციის შემდეგ მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

გიტარაზე დაკვრამ ქირურგებს ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარება გაუმარტივა. 

"მიზანი იყო შეგვემოწმებინა ოპერაციის გავლენა მის მუსიკალურ შესაძლებლობებზე. მუსიკის დაკვრა ტვინის სხვადასხვა რეგონების კომპლექსურ ურთიერთქმედებას მოითხოვს. ჩვენ შეგვეძლო რეალურ დროში გვეკონტროლებინა, თუ რას ვაკეთებდით. სიმსივნის მოშორების პროცესში ჩვენ ვამოწმებდით ტვინის რეგიონების ფუნქციონირებას, ამან ოპერაციის დროს ტვინის დაზიანების მინიმუმამდე შემცირების საშუალება მოგვცა"- ამბობს ერთ-ერთი ქირურგი, ბეისილ ენიკერი. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პაციენტი ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. 2015 წელს ესპანეთში მუსიკოსმა ტვინის ოპერაციის დროს საქსოფონზე დაუკრა. 2014 წელს ნიდერლანდებში მსგავსი ოპერაციის დროს ოპერის მომღერალმა იმღერა.

"მადლიერი ვარ ამ მკურნალობის გამო. ვფიქრობ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებს სათანადოდ არ ვაფასებთ" - ამბობს მანზინი. 

კომენტარები