ღორის გულის გადანერგვა

პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს გარდაიცვალა

DAIC

57 წლის ასაკში დევიდ ბენეტი გარდაიცვალა. ბენეტი ისტორიაში პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს.

უნიკალური ოპერაცია ორი თვის წინ წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე ექიმებმა არ იციან რა გახდა პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სიკვდილის გარემოებები გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.

მერილენდის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აშშ-ს სამედიცინო მარეგულირებლისგან პროცედურის ჩატარების საგანგებო ნებართვა მიიღეს, რადგან სხვა შემთხვევაში დევიდ ბენეტი მოკვდებოდა.

ღორის გულის გადანერგვა ბენეტის სიცოცხლის გადასარჩენად უკანასკნელი იმედი იყო. ვინაიდან პაციენტი ადამიანის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის შეუფერებლად იყო მიჩნეული. ამ გადაწყვეტილებას ექიმები ხშირ შემთხვევაში მაშინ იღებენ, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გულის გადანარგვით მისი სიცოცხლის გახანგრძლივების შანსები დაბალია.

ოპერაციის შემდეგ ბენეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. ის გადიოდა ფიზიოთერაპიის კურსს და ოჯახთან დიდ დროს ატარებდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გაუარესდა.
 

კომენტარები