მე-10 მოწვევის პარლამენტი

კახაძე გახარიას: პოტენციური პაციენტები ვართ, ფული უნდა ჩაიდოს გასაკეთებელ საქმეში

ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო სტრატეგიული. სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება იმიტომ, რომ, ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს, მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს კიდევ სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა.

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საკადრო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ პოტენციური პაციენტები ვართ ყველანი, ამიტომ მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ, გასაკეთებელ საქმეში, ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას...

ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა.

კომენტარები