დასავლელი ექიმების თქმით, პირველად ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და გამანადგურებელი დაავადება - ჰანტინგტონის დაავადება წარმატებით განიკურნა.
დაავადება გენეტკური ფორმისაა და ის ადამიანის ტვინის უჯრედებს კლავს. დაავადების შედეგად ადამიანებს დემენციისა და პარკინსონის მოტორული ნეირონების დარღვევების კომბინირებული სიმპტომები უვითარდებათ.
ბრიტანელმა პროფესორმა, სარა თაბრიზიმ, BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლევამ გასაოცარი შედეგი აჩვენა, რაც დაავადების პროგრესიის 75%-ით შემცირებას გულისხმობს. ეს მიღწევა პაციენტებში დაავადების გაუარესების ტემპის 4-ჯერ შემცირებას ნიშნავს, რაც დაავადებულებს "ხარისხიანი ცხოვრების ათწლეულებს მისცემს".
პროფესორის თქმით, მეცნიერები "ყველაზე აუხდენელ ოცნებებშიც კი არ მოელოდნენ დაავადების შენელების 75%-იან შედეგზე გასვლას".
თაბრიზი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც მკურნალობა წარმატებით დაასრულა სამსახურშიც კი დაბრუნდა.
მკურნალობა თავის ტვინზე 12-დან 18 საათამდე გენური თერაპიის ქირურგიულ ოპერაციას გულისხმობს. სავარაუდოა, რომ თერაპია ძალიან ძვირი დაჯდება, თუმცა ეს არის ხელჩასაჭიდი იმედი დაავადების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს.
ცნობისთვის, ჰანტინგტონის პირველი სიმპტომები 30-დან 50 წლამდე ვლინდება და ჩვეულებრივ ორ ათწლეულში ფატალურ შედეგამდე უარესდება. ერთი მშობლისგან შთამომავალზე მისი გადასვლის ალბათობა 50% და ხშირად, ადრეულ ასაკში, შეუმჩნეველია.





