მედიცინა

11 წლის გოგონას იშვიათი ტვინის სიმსივნე მოულოდნელად გაქრა

როდესაც 11 წლის როქსი დოსს იშვიათი არაოპერაბელური ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, (ტვინის ღეროს დიფუზური გლიომა) ის ამას სიმამაცით შეხვდა.

ექიმები სიცოცხლის ერთ თვეს პროგნოზირებდნენ. როქსის მშობლები, სასწაულის იმედად დარჩნენ და ეს სასწაულიც მოხდა. დიაგნოზირებიდან 2 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაავადების ყველა ნიშანი გაქრა.

ექიმები ამ შემთხვევას ვერ ხსნიან.

როქსის ექიმი, ვირჯინია ჰაროლდი, ოსტინის ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან ამბობს, რომ შესაძლოა სიმსივნე დაბრუნდეს მაგრამ, როქსი ახლა ისეთი აქტიურია როგორიც აქამდე იყო. ამ ოჯახში შობა ცოტათი ადრე დადგა.

ყოველწლიურად ამერიკაში 300 ბავშვს უდგინდება იგივე დიაგნოზი. დაავადება უკურნებელია. ტვინის ღეროს დიფუზური გლიომის მქონე ადამიანების 1%-ზე ნაკლები ცოცხლობს ხუთ წელზე მეტს.

კომენტარები