მედიცინა

პირველმა მსოფლიო ომმა მედიცინა რევოლუციურად გარდაქმნა

1915 წელი, ფიზიკოსი ჯორჯ კრილი საფრანგეთში არსებულ კლივლენდის საავადმყოფოს მოხალისე ექიმებთან ერთად

როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, დაჭრილი ჯარისკაცების ბრძოლის ველიდან გადაყვანა მხოლოდ ცხენზე მიბმული ვაგონებით ან კალათებით იყო შესაძლებელი. დაშავებული ჯარისკაცები უახლოეს სადგურზე მიყავდათ და იქიდან უახლოეს საავადმყოფოში გზავნიდნენ - მათ არც ბინტები, არც საკვები და არც წყალი არ ჰქონდათ.

"ერთხელ, 500 დაშავებული ჯარისკაცით სავსე ვაგონი წვიმაში გადმოპირქვავდა და ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა, წვიმისგან მათ არაფერი იცავდა", - წერს ჰარვი კუშინგი, რომელიც მოხალისე ექიმების დანაყოფის უფროსი იყო პარიზში.

პირველმა მსოფლიო ომმა მედიცინის რევოლუციური გარდაქმნა შეძლო. თავდაპირველად, ექიმებისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ დაშავებული ჯარისკაცებისთვის ამპუტაცია გაეკეთებინათ, შემდეგ კი უკვე ისწავლეს როგორ გადაეყვანათ ჯარისკაცი საავადმყოფოში, გაეწმინდათ ჭრილობა და დაემუშავებინათ ის.

ექიმები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში

სასწრაფო დახმარების მანქანები, ანტისეპტიკები და ანესთეზია პირველი მსოფლიო ომის წიაღიდან არის წარმოქმნილი.

"ომის ადრეულ პერიოდში, პირველი ექვსი კვირის განმავლობაში, 300 00 ფრანგი ჯარისკაცი იყო დაჭრილი, რადგან კომპეტენტური ექიმები უმცირესობაში იმყოფებოდნენ, ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 20 000 ამპუტაციის ოპერაცია ჩატარდა, ტკივილის გაყუჩების გარეშე", - 1945 დღიურში დაწერა მოხალისე ფიზიკოსმა ჯორჯ კრილემ.

მთავარი დილემა იყო ის, რომ ექიმებს არ ჰქონდათ ანტისეპტიკები, როლებიც მოკლავდნენ ნეკროსის [ქსოვილის სიკვდილი] ბაქტერიას. ჯარისკაცები ცხოვრობდნენ ჭუჭყიან თხრილებში და თუ დაშავდებოდნენ ინფექცია მაშინვე უვრცელდებოდათ. ფრანგი ქირურგის თეოდორ ტუფიერის თქმით ამპუტაციების 70% არა უშუალოდ დაზიანების, არამედ ინფექციის აღსაკვეთად ტარდებოდა.

შველა ნიუ-იორკიდან, როკფელერის ინსტიტუტიდან იყო. ფრანგი ფიზიკოსი ალექსის ქერელი ომამდე როკფელერის ინსტიტუტში მუშაობდა, ომის პერიოდში მას ფრონტთან ახლოს შატო მისცეს, რათა გარდაექმნა სამხედრო ჰოსპიტალი. ალექსის ქერელმა ანალიზებისთვის რენტგენის აპარატები და ლაბორატორიები მოითხოვა, რაზეც ფრანგებმა უარი უთხრეს. საბოლოოდ მას შესაბამისი აპარატურა როკფელერის ცენტრიდან გაუგზავნეს. აპარატურასთან ერთად როკფელერის ცენტრიდან ინგლისელი ბიოქიმიკოსი ჰენრი დაკინიც გააგზავნეს, რომელმაც სრულყო ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, რომელსაც სახიფათო ბაქტერიების მოკვლა ქსოვილის დაწვის გარეშე შეეძლო. ალექსის ქერელმა მიიღო ახალი ანტისპეტიკი [ნატრიუმის ჰოპოქლორიტი] და დაჟინებით მოითხოვა ჭრილობების ამით დამუშავება. ტექნიკა, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა "ქერელ-დაკინის მეთოდით" ომის პერიოდში ევროპის სხვადასხვა ნაწილებში ექიმებმა აითვისეს.

ამერიკული სასწრაფო დახმარება

ამასთან ერთად ვითარდებოდა ანესთეზიაც. ამერიკული სასწრაფო დახმარების საავადმყოფოსთან ერთად, ქურირგი ჯორჯ კრილი ექიმებს ანესთეზიას ასწავლიდა. 1915 წელს, Lakeside-ის დანაყოფთან ერთად ჯორჯ კრილმა 11 356 ლიტრი აზოტის ოქსიდი ჩაიტანა სამხედრო ჰოსპტალებში და ექიმებს ანესთეზიის გაკეთება ასწავლა - ეს საკმარისი იყო ექიმებს დაეძინებინათ პაციენტები, თუმცა შოკში არ ჩაეგდოთ.

რამ გამოიწვია მედიცინის ასეთი განვითარება პირველი მსოფლიო ომის დროს? საჭიროებამ, რომლებმაც ადამიანებს უბიძგეს დაეწყოთ გამოსავლების პოვნა. ომის პერიოდში, ერთ-ერთი ამერიკული საავადმყოფოს ერთადერთმა ქალმა ექიმმა მერი მერიტ კროუფორდმა თქვა, რომ გარდა სიკვდილისა და დესტრუქციისა, ომმა მედიცინის პროგრესს დაუდო საფუძველი.

"ომმა სარგებელი მოუტანა მედიცინას, იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს. ეს საშინელებაა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო", - თქვა მერი მერიტ კროუფორდმა.

კომენტარები